მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#რედაქტ2: ინტერვიუ რატი ღოლიჯაშვილთან - "ბიოქიმფარმის” გენერალურ მენეჯერთან / 21.09.2023

„ბიოქიმფარმი“ ბაქტერიოფაგებზე, იგივე ფაგებზე დაფუძნებულ პრეპარატებს ქმნის და აწარმოებს. უნდა აღვნიშნოთ, რომ ფაგის პრეპარატები დღეისთვის მსოფლიოს მასშტაბით, ანტიბიოტიკების ერთადერთ ხელმისაწვდომ ალტერნატივას წარმოადგენს. “ფაგების” შექმნის ისტორია კი საქართველოში 1940-აინი წლებიდან იწყება. იმ დროისთვის საამქრო ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტის შემადგენლობაში შედიოდა. 90-იანი წლების დასაწყისში ქვეყანაში რთული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ქარხნების უმეტესობა დაიხურა.

ამ პერიოდისთვის 15 წლის გამოცდილების მქონე ბიოტექნოლოგმა ალექსანდრე ღოლიჯაშვილმა კი კოლეგებთან ერთად ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტის საწარმოს ბაზაზე ფაგებზე დაფუძნებული კომერციული ფარმაცევტული კომპანია დააფუძნა. 1999 წლიდან კომპანიას “ბიოქიმფარმი” ეწოდა. მას შემდეგ კომპანია ვითარდება - მას 2 საერთაშორისო პატენტი აქვს მიღებული და ფაგები ექსპორტზე 10-მდე ქვეყანაში გააქვს. მიმდინარე წლის 15 სექტემბრიდან კი “ბიოქიმფარმმა” GMP-სერტიფიცირებაც გაიარა და წარმოება საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ოფიციალურად განაახლა.

ინტერვიუერი: ვიქტორია მღებრიშვილი - bm.ge-ს რედაქტორი;

სტუმარი: რატი ღოლიჯაშვილი - “ბიოქიმფარმის” გენერალური მენეჯერი