რამდენად კონკურენტულია ქართული წარმოების ეკო პროდუქცია, ვაკმაყოფილებთ თუ არა საერთაშორისო სტანდარტებს და რომელ ქვეყნებში იყიდება ქართული პროდუქტი - ამ და სხვა საინტერესო თემებს გავშლით დღეს ჩვენს სტუმართან ერთად. თუმცა მანამდე სტატისტიკა: შესაფუთი მასალების დარგი ქვეყანაში ბოლო წლებში ერთ-ერთ მზარდ სექტორად ჩამოყალიბდა. საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს, ქვეყნის ადგილობრივი წარმოებისა და იმპორტის წილი თითქმის თანაბარი იყო, 2022 წლის მდგომარეობით კი ადგილობრივი წარმოების წილი 78%-მდეა გაზრდილი.
გაზრდილია შესაფუთი მასალების ექსპორტიც. 2022 წელს საქართველოდან 48 მილიონი დოლარის ღირებულების შესაფუთი მასალების ექსპორტი განხორციელდა, რაც გასულ წელს 14%-ით, 55,3 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
რაც შეეხება იმპორტს, გასულ წელს შესაფუთი მასალების იმპორტი 1%-ით შემცირდა. თუ 2022 წელს მთლიანი იმპორტი 232 მილიონი დოლარი იყო, გასულ წელს ეს მაჩვენებელი 230 მილიონამდე შემცირდა.
ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორი საწარმო, ჯორჯიან ფექიჯინგი, ქართულ ბაზარზე 2016 წლიდან ოპერირებს.
2022 წელს კი კომპანიამ თბილისში ევროპული სტანდარტის მქონე საწარმო აამოქმედა. საწარმოს მშენებლობისთვის 30 მლნ ლარის, ხოლო საწარმო ხაზის გამართვისთვის დამატებით 17 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. “ჯორჯიან ფექიჯინგი“ შესაფუთ მასალებს, ჭიქებს, ბიო დეგრადირებად პარკებს და სხვა პროდუქტებს აწარმოებს. საწარმო 30 000 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული და როგორც დამფუძნებლები ამბობენ, ამ მასშტაბის შესაფუთი მასალების საწარმო რეგიონში არ არის.
როგორია ორი წლის თავზე საწარმოს ამონაგები და რა გეგმები აქვთ მიმდინარე წელს ჯორჯიან ფექიჯინგში?
სტუმარი: ვერონიკა გოგოხია - “ჯორჯიან ფექიჯინგის” გენერალური მენეჯერი;
ინტერვიუერი: ინგა მურუსიძე - BMG-ის რედაქტორი;