მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#რედაქტ2: კვერცხის გაზრდილი იმპორტი - მიზეზი და გამოწვევები - ინტერვიუ ზურაბ უჩუმბეგაშვილთან

საქართველოში კვერცხის იმპორტი 2023 წელს 2022 წელთან შედარებით 68%-ით გაიზარდა. 2023 წელს საქართველოში სულ 4021 ტონა კვერცხი შემოვიდა, ეს მაჩვენებელი 2022 წელს 2391 ტონა იყო. კვერცხის ძირითადი იმპორტიორი ქვეყანა კვლავ თურქეთია, რაც შეეხება თურქეთის მაჩვენებლებს 2023 წელს საქართველოში თურქეთიდან 3834 ტონა კვერცხი შემოვიდა, 2022 წელს კი ეს მაჩვენებელი 2,144 ტონაზე იყო. თურქეთის გარდა საქართველოში კვერცხი შემოდის, უნგრეთიდან, რუსეთიდან, ბულგარეთიდან, ნიდერლანდებიდან და საფრანგეთიდან.

ჯერჯერობითი ოფიციალური რიცხვები არ გვაქვს, თუმცა, როგორც „მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის“ თავმჯდომარე ამბობს რუსეთში არსებული დეფიციტის გამო ბოლო ერთი თვეა, რაც თურქული კვერცხი რუსეთისკენ წავიდა და საქართველოში შედარებით ნაკლები რაოდენობის იმპორტი ხორციელდება.

რაც შეეხება რუსულ ბაზარზე დეფიციტს, 2024 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით რუსეთში მეგობარი ქვეყნებიდან შეტანილ ქათმის კვერცხზე სატარიფო შეღავათი იმოქმედებს. ქათმის კვერცხის იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლებას მთავრობამ მხარი დაუჭირა. „გადაწყვეტილება მოკლევადიან პერსპექტივაში დაეხმარება საკვები კვერცხების შიდა ბაზრის დაბალანსებას და მიწოდების ზრდის უზრუნველყოფას,” - ნათქვამია ქვეკომიტეტის გადაწყვეტილებაში. ამ ინიციატივას მხარი ევრაზიის ეკონომიკურმა კომისიამაც დაუჭირა.

ქათმის კვერცხებზე იმპორტის გადასახადის გაუქმების გადაწყვეტილებას სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შიდა ბაზრის საქონლით გაჯერების ოპერატიულ ღონისძიება უწოდა.

სტუმარი: ზურაბ უჩუმბეგაშვილი - „მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის“ ხელმძღვანელი;

ინტერვიუერი: ბექა ბაციკაძე - BM.GE-ის წამყვანი; ჟურნალისტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები