მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#რედაქტ2: პირველი ქართველი UFC ჩემპიონი! - ინტერვიუ გივი ქემოკლიძესთან / 19.02.2024

დიდი ამბავი დაგვემართა, დიდი და ძალიან მაგარი ამბავი, პირველი ის რომ თითქმის მთელმა საქართველომ დილით ძალიან ადრე გავიღვიძეთ კვირა დღეს, მეორე ის რომ ასეთი ბედნიერი სრულიად საქართველო, გავბედავ და ვიტყვი, რომ ძალიან დიდი ხანია არ ყოფილა, მესამე ის რომ ორმა ქართველმა მებრძოლმა მთელს მსოფლიოს გააგონა საკუთარი სახელი, გააგონა ქვეყნის, საქართველოს სახელი და ეს ყვირილი, ყიჟინა გარკვეული დროის შემდეგ ისტორია დარჩება…

დარჩება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დღე საქართველოს სპორტის ისტორიაში და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო შერეული ორთაბრძოლების ორგანიზაციის UFC-ის ისტორიაში. მოკლედ პირველი ქართველი UFC -ის ჩემპიონი გვყავს, ილია თოფურია და მჯერა რომ მეორეც გვეყოლება, მერაბ დვალიშვილის საჩემპიონო ბრძოლა მხოლოდ დროის ამბავია.

რა იქნება მომავალში, ან როგორ გამოვიყენოთ ეს ამბავი ჩვენი ქვეყნისთვის, რას ნიშნავს წარმატება რომელიც ილია თოფურიამ და მერაბ დვალიშვილმა დადეს?

სტუმარი: გივი ქემოკლიძე - Setanta sports-ის კონტენტის კრეატიული ხელმძღვანელი;

ინტერვიუერი: ბექა ბაციკაძე - #BMG-ის ჟურნალისტი;