კომპანია „ქართულმა აგროპროდუქტმა" საქმიანობა 2014 წელს, გურჯაანში, სოფელ ჩუმლაყში სამაცივრე მეურნეობის შექმნით დაიწყო. სახელმწიფოს ფინანსური ხელშეწყობით ააშენეს საწარმო და 500-მდე ადგილობრივი ფერმერისგან მიღებული ხილის გადამუშავებაც დაიწყეს. 2017 წელს კი კომპანიამ ხილფაფების წარმოებაც დაიწყო, 2020 წლიდან "კეთილი და პატიოსანის" ბრენდის ქვეშ, სრულიად ინოვაციური ქართული პროდუქტი - დასალევი ხილ-ბოსტნეული შექმნეს.
ქართული აგროპროდუქტის ბრენდების ქვეშ წლიურად 15 მილიონამდე ბოთლი პროდუქტი იწამოება, რომლის დიდი ნაწილი ექსპორტზე გადის. საექსპორტო ბაზრებს შორის დიდი წილი ამერიკის შეერთებულ შტატებს უკავია, სადაც ქართული პროდუქტი სხვადასხვა მსხვილ სავაჭრო ქსელში იყიდება. კეთილი და პატიოსანი უკვე იყიდება საფრანგეთშიც.
“კეთილი და პატიოსანი”, “პოპორელი”, “მაიმო” - სწორედ ამ ბრენდების ქვეშ არის წარმოდგენილი “ქართული აგროპროდუქტის” მიერ წარმოებული პროდუქცია, რომელიც 20-მდე გემოს მოიცავს. მისი შეძენა თითქმის ყველა სავაჭრო ქსელშია შესაძლებელი. როგორ ასრულებს წელს “ქართული აგროპროდუქტი”, რამდენად დიდია ბაზარზე მისი წილი, რა გამოწვევები აქვს კომპანიას და რა გეგმებით ხვდება 2024-ს ბრენდი?
ინტერვიუერი: ინგა მურუსიძე - BMG-ის რედაქტორი;
სტუმარი: სოსო მანჯავიძე - “ქართული აგროპროდუქტის” მმართველი პარტნიორი