“მეჩაიეობის აღორძინებას მოჰყვება დამატებითი სამუშაო ადგილები და შესაფერისი შემოსავალი ოჯახებში” - ამ განცხადებით წარადგინა 2016 წელს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პროგრამა, რომელიც მოქალაქეებს გაველურებული ჩაის პლანტაციების აღდგენაში, მოვლასა და რეალიზაციაში უნდა დახმარებოდა. დადგენილებაც გამოიცა და პროგრამა დაიწყო. ქართული ჩაის პროგრამა რამდენჯერმე დაკორექტირდა, ბოლოს გასულ წელს, როცა გაიზარდა დაფინანსება კოოპერატივებისთვის, გამარტივდა პროგრამაში ჩართვის პირობები. სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის პროგრამაში არაერთი ბენეფიციარია ჩართული.
პროგრამის მიზანი დასაქმების გაზრდა, ქართული ჩაის პოტენციალის საერთაშორისო ბაზარზე გატანა და ეკონომიკაში ჩაის წილის ზრდა იყო. შესრულდა თუ არა ეს ამოცანა?
პროგრამის დაწყებიდან 8 წელი გავიდა, თუმცა გაგაცნობთ 2016-2022 წლის მონაცემებს, რადგან მიმდინარე წელი ჯერ არ დასრულებულა. სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ 2016 წელს ექსპორტზე 1500 ტონაზე მეტი ჩაი გავიდა, ხოლო 2022 წელს უკვე 2200-სზე მეტი. სტატისტიკა მზარდია, თუმცა როგორც ჩანს, არც ძალიან. რაც შეეხება ქვეყნებს, სადაც ქართული ჩაი იყიდება, ჩამონათვალი ასე გამოიყურება - აზერბაიჯანი, სომხეთი, ჩინეთი, ბელარუსი, რუსეთი და ა.შ. მსოფლიოს ბევრი ქვეყანა, თუმცა მცირე რაოდენობით.
რამდენად ითვისებს კერძო სექტორი ჩაის პლანტაციების პოტენციალს, რა გამოწვევები აქვს დარგს და საკმარისია თუ არა ის სახელმწიფო პროგრამები, რაც დღეს მოქმედებს?
ინტერვიუერი: ინგა მურუსიძე - #BMG-ის რედაქტორი;
სტუმარი: თენგიზ სვანიძე - საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი.