მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#რედაქტ2: რეფორმები ენერგეტიკაში - ინტერვიუ პაატა ცინცაძესთან / 08.02.2024

ახალ სამთავრობო პროგრამაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალის ოპტიმალურად ათვისებისა და ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, გაგრძელდება ენერგეტიკის სფეროს ფართომასშტაბიანი რეფორმა. მათ შორის: დარგში თავისუფალი საბაზრო ურთიერთობების გაძლიერების მიზნით, ენერგიის გადაცემისა და განაწილების საქმიანობა გაიმიჯნება ენერგიის გენერაციის, ვაჭრობისა და მიწოდების საქმიანობისგან. ამოქმედდება საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა, რომელიც უზრუნველყოფს ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენტული და ღია ბაზრის პრინციპების დანერგვას.

ახალი მთავრობა პირობას დებს, რომ გაგრძელდება ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა. განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის ახალი სქემის ფარგლებში, 2024 წლის თებერვალში დასრულდება სიმძლავრის მეორე აუქციონი 800 მგვტ სიმძლავრისათვის. ასევე, დაგეგმილია მესამე აუქციონის გამოცხადებაც.

საუბარია CFD სქემაზე, რომელმაც წინა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ დარგში უძრაობის ხანა უნდა დაასრულოს. ენერგეტიკის მხარდამჭერი ამ მექანიზმის გამოყენებით მთავრობა ენერგეტიკაში ინვესტიციების წახალისებას ელის, რამაც 2025 წლისთვის 3 მილიარდ დოლარს უნდა მიაღწიოს.

გასულ წელს ენერგეტიკის სექტორში 234 მილიონი დოლარის FDI ჩაიდო. ეს მხოლოდ სამი კვარტლის შედეგია, რაც საჯაროა და ეს უკვე აჭარბებს როგორ 2021, ისე 2022 წლების წლიურ მაჩვენებლებს. სამთავრობო პროგრამის მიხედვით, წელს დამატებით 12 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დასრულდება, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 157 მგვტ.-ია. ჯერ კიდევ გაჩერებულია მსხვილი ენერგოპროექტები,როგორიცაა ნამახვანი, ნენსკრა და ხუდონი.

ინტერვიუერი: ელენე გოგბერაშვილი - BMG-ის ჟურნალისტი;

სტუმარი: პაატა ცინცაძე - საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები