მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#რედაქტ2: სადაზღვევო სექტორი 2023 - შედეგები და გამოწვევები - ინტერვიუ მიხეილ ჯაფარიძესთან

2023 წლის 9 თვის განმავლობაში სადაზღვევო კომპანიებმა, რომელთა რაოდენობა საქართველოში მიმდინარე მდგომარეობით 18-ია, პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 818 მილიონი ლარის პრემია მოიზიდეს. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ 190,9 მილიონი ლარი შეადგინა, წმინდა მოგებამ კი 63,5 მილიონი ლარი. სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს მილიარდ 314,6 მილიონ ლარს,ხოლო კაპიტალი 370,2 მილიონ ლარს.

აღნიშნულ მონაცემებს თუ გასული წლის 9 თვეს შევადარებთ, შემდეგი სურათია… 2022 წელს პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან მოზიდული პრემია 704.5 მილიონი ლარი იყო, აქ ზრდა 113.5 მილიონი ლარია. სადაზღვევო მოგება გასულ წელს 157,2 მილიონი ლარი, წმინდა მოგება კი 34,9 მილიონი ლარი იყო, შესაბამისად ზრდა გვაქვს ამ მიმართულებითაც, 33.7 მილიონი ლარი და წმინდა მოგების ნაწილში 28.6 მილიონი ლარი.

ტრადიციულად ყველაზე მეტი პრემია კომპანიებმა სამედიცინო დაზღვევის სახეობებიდან მოიზიდეს, 353,9 მლნ. ლარი, შემდეგ მოდის სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემია, 153,4 მლნ. ლარი და ქონების დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემია, რომლის მოცულობაც 96,4 მლნ. ლარია.

მოზიდული პრემიის მიმართულებით, ზრდა ჰქონდა 2023 წლის 9 თვეში სადაზღვევო კომპანია "არდის", რომელმაც ჯამში 76 მილიონი ლარის პრემია მოიზიდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 64 მილიონი ლარი იყო.

გაზრდილია ანაზღაურებული სადაზღვევო შემთხვევებიც, არდიმ 2023 წლეს 56 მილიონი ლარის ზარალები აანაზღაურა, 2022 წლის 9 თვეში ეს მაჩვენებელი 39 მილიონი ლარი იყო.

ინტერვიუერი: ბექა ბაციკაძე - #BMG-ის წამყვანი; ჟურნალისტი;

სტუმარი: მიხეილ ჯაფარიძე - სადაზღვევო კომპანია "არდის" გენერალური დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები