ქართული სამშენებლო მასალების კლასტერი საქართველოს სამშენებლო სექტორში მოღვაწე 32 მცირე და საშუალო საწარმოს აერთიანებს. კლასტერი ევროკავშირისა და GIZ-ის პროექტის – „კლასტერები განვითარებისთვის“ ფარგლებში 2020 წელს შეიქმნა და ის მიზნად ისახავს გააუმჯობესოს თავისი წევრების პროდუქციის ხარისხი, გააძლიეროს სექტორი და მოამზადოს კომპანიები ექსპორტისთვის.
პირველი სექტორული ანალიტიკური ანგარიში USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროექტის ფარგლებში მომზადდა. კვლევამ აჩვენა, რომ 2022 წელს სამშენებლო მასალების სექტორის ბრუნვა 1,7 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, რაც წინა წელთან შედარებით 21,6%-ით მეტი იყო.
ქვეყანა ძირითადად იმპორტზეა დამოკიდებული. 2022 წელს სამშენებლო მასალების სექტორში 250 მილიონი დოლარის იმპორტი განხორციელდა, 19%-იანი კლება იყო ექსპორტში, რამაც აღნიშნულ პერიოდში 15,4 მილიონი დოლარი შეადგინა. ქვეყანაში სამშენებლო მასალები ძირითადად თურქეთიდან, რუსეთიდან და ირანიდან შემოდიოდა, საექსპორტო ბაზრები კი მეზობელი სახელმწიფოები იყო. მთლიანი ექსპორტის თითქმის 60% სომხეთზე მოდის.
კლასტერის ინფორმაციით, ზრდა 2023 წელსაც გაგრძელდა, თუმცა დაზუსტებული ოფიციალური სტატისტიკა გასული წლის შედეგებთან დაკავშირებით ჯერ ხელმისაწვდომი არ არის. თუმცა, სამშენებლო სექტორის ზრდასთან ერთად, გაზრდილია მოთხოვნა სამშენებლო მასალებზე. ამასთან, გაუმჯობესებულია საქართველოში წარმოებული პროდუქტისადმი დამოკიდებულება, რასაც კლასტერის შეფასებით, იმპორტირებული პროდუქციის მოწოდების ჯაჭვის პრობლემებმაც შეუწყო ხელი.
როგორ ვითარდება ეს სექტორი საქართველოში, რა გამოწვევები აქვთ სამშენებლო მასალების მწარმოებლებს და რამდენად მზარდია მოთხოვნა საექსპორტო ბაზრებზე საქართველოში წარმოებული მასალების მიმართ?
ინტერვიუერი: ელენე გოგბერაშვილი - BMG-ის ჟურნალისტი;
სტუმარი: მარიამ ცაიშვილი - "სამშენებლო მასალების კლასტერის" აღმასრულებელი დირექტორი;