მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#რედაქტ2: საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის, 2023 წლის ფინანსური ანგარიში /18.12.2023

2023 წელი იწურება და სპორტული საზოგადოება წელს აჯამებს. არამარტო სპორტული საზოგადოება პრინციპში, საქართველოს ბიზნესსექტორიც წლის შემაჯამებელ ეტაპზეა და BMG აქტიურად თანამშრომლობს ყველასთან, რათა საზოგადოება იყოს საქმის კურსში, როგორი წელი იყო ამა თუ იმ მიმართულებისთვის და რა მოლოდინებია 2024 წელს. საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნულმა ფედერაციამ 2023 წლის ფინანსური ანგარიში წარადგინა.

სპორტული კარატეს ეროვნულმა ფედერაციამ სახელმწიფო დაფინანსების სახით წელს 447 427 ლარი მიიღო, დაფინანსების ნაწილი ოლიმპიურმა კომიტეტმა გამოყო, 49,233 ლარი, ასევე ფედერაციამ 2 597 ლარი მიიღო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და სპორტის ცენტრისგან, შესაბამისად დაფინანსების უდიდესი ნაწილი, 395,597 ლარი საქართველოს სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კონტრიბუცია იყო.

ფინანსურის ანგარიშგებიდან ირკვევა, რომ ფედერაციის ხარჯების უდიდესი ნაწილი, საერთაშორისო შეჯიბრებებზე მონაწილეობას ხმარდება. ასევე ანგარიშიდან ვიგებთ, რომ მომავალ 2024 წელს ბიუჯეტიდან მისაღები თანხები უნდა გაიზარდოს.

სტუმარი: ირაკლი ტყებუჩავა - საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაცია; ვიცე-პრეზიდენტი;

ინტერვიუერი: ბექა ბაციკაძე - #BMG-ის ჟურნალისტი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები