მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#რედაქტ2: თავისუფალი ინდუსტრიული ზონები საქართველოში - ინტერვიუ დავით ებრალიძესთან / 26.10.2023

ინარჩუნებს თუ არა საინვესტიციო მიმზიდველობას ქვეყანაში არსებული თავისუფალი ინდუსტრიული ზონები? შუა დერეფანი და სატრანსპორტო ხაზების გადალაგების შემდეგ საქართველოს, როგორც ამ დერეფნის მონაწილე მხარის მიმართ ინტერესი, სად გვაქვს გამოწვევები და როგორ ვპასუხობთ რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ ამ შესაძლებლობას.

თავისუფალი ინდუსტრიული ზონა არის საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული თავისუფალი ზონის სახეობა, სადაც დამატებითი პირობები და საგადასახადო შეღავათები მოქმედებს. კერძოდ, თიზის საწარმოები გათავისუფლებული არიან მოგების გადასახადისგან, ასევე დამატებული ღირებულების გადასახადისგან არ იბეგრება თიზში უცხოური საქონლის შეტანა და თიზში განხორციელებული ოპერაციები. ამასთან ქონების გადასახადისგან გათავისუფლებულია თავისუფალი ინდუსტრიულ ზონაში არსებული ქონება. თიზის საწარმოები არ იხდიან ასევე უცხოური საქონლის შეტანაზე იმპორტის გასახადს. თიზ-ში წარმოებული საქონლის თიზ-დან შეტანა (იმპორტი) საქართველოს სხვა ტერიტორიაზე ასევე გათავისუფლებულია იმპორტის გადასახადისგან.

ამ დროისთვის საქართველოს ტერიტორიაზე 4 თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ფუნქციონირებს, ესენია: ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა და თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა.

რამდენად გაამართლა თავისუფალი ინდუსტრიული ზონის იდეამ, ას ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მაგალითზე გავაანალიზებთ. ფოთის თავისუფალმა ინდუსტრიულმა ზონამ ოფიციალურად 2009 წლის დეკემბრიდან დაიწყო ფუნქციონირება. ოპერირების ვადად 99 წელია განსაზღვრული. ამ ეტაპზე თიზი 100-ზე კომპანიას ემსახურება, რომლის დაახლოებით 90% სავაჭრო კომპანიებზე მოდის.

სტუმარი: დავით ებრალიძე - “ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის” დირექტორი;

ინტერვიუერი: ელენე გოგბერაშვილი - რედაქტ2-ის წამყვანი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები