მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#რედაქტ2: თბილისის ბიუჯეტი - ინტერვიუ ირაკლი აბესაძესთან / 20.11.2023

მერიამ საკრებულოს თბილისის 2024 წლის ბიუჯეტი წარუდგინა, რომლის მიხედვითაც ბიუჯეტი მომდევნო წელს 1.7 მილიარდ ლარს მიაღწევს. ეს თანხა 137 მილიონი ლარით უფრო ნაკლებია 2023 წლის ბიუჯეტზე, რადგანაც წელს მერია 1.83 მილიარდ ლარს ხარჯავს, თუმცა იქიდან გამომდინარე რომ ეს ბიუჯეტის პირველადი ვერსიაა, შესაძლოა მისი მოცულობა კიდევ დაკორექტირდეს.

თბილისის ბიუჯეტის შემოსავლების უდიდესი ნაწილი გადასახადებისგან ფორმირდება, რაც მომდევნო წელს 47 მილიონი ლარით იზრდება და 918 მილიონ ლარს მიაღწევს. ამ გადასახადების გარდა, დედაქალაქის მთავრობა მიიღებს 446 მილიონი ლარის ტრანსფერს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისგან, მერიის სხვა შემოსავლები იქნება 280 მილიონი ლარი, მათ შორის 70 მილიონი ლარი აზარტული თამაშების მოსაკრებელი იქნება, ხოლო 100 მილიონი ლარი სხვადასხვა საჯარიმო მოსაკრებლებისგან ამოღებული თანხა.

რაც შეეხება ხარჯებს, 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით თბილისის მთავრობას მომდევნო წელს 1.4 მლრდ ხარჯი ექნება, ეს რიცხვი მიმდინარე წლის მაჩვენებელთან შედარებით 71 მილიონით მეტიია. ძირითადი ხარჯები კი ისეთ მიმართულებებზე ნაწილდება როგორებიცაა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება 542 მილიონი ლარით; ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე 223 მილიონი ლარი დაიხაჯრება; სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებზე 154 მილიონი ლარი მიიმართება; ბაღების დაფინანსება 205 მილიონი ლარი; კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა - 35 მილიონი ლარი; თბილისის მერიის ცენტრალური ადმინისტრაციის ხარჯები - 24 მილიონი ლარი; საკრებულო - 20 მილიონი ლარი.

2024 წლის ბიუჯეტის პროექტით თითქმის 21 მილიონით იზრდება შრომის ანაზღაურებისთვის გამოყოფილი თანხა. მცირედით იზრდება მომუშავეთა რიცხვნობაც 4,792-ს უტოლდება. თუმცა წლევანდელ ბიუჯეტში ამ კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილებები წინა წლებისგან განსხვავებით ჯერ-ჯერობით არ ფიქსირდება.

რაც შეეხება პრიორიტეტულ მიმართულებებს და მსხვილ საინვესტიციო პროექტებს, რომლის განხორციელებაც 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით არის გაწერილი. ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთვათ, რომ კონკრეტული მასშტაბური და ახალი პროექტები ბიუჯეტის მიმდინარე ვერსიაში ჯერ არ ჩანს. დოკუმენტის მიხედვით მომდევნო წელს მსხვილ კაპიტალურ პროექტებში გვხდება წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის სამუშაოების დასრულება, 7,8 მილიონი ლარია გამოყოფილი.

2024 წელს 24 მილიონი ლარი დაიხარჯება დედაქალაქში ახალი ავტობაზის მშენებლობაზე, ხოლო 113 მილიონი განკუთვნილია 18 მეტრიანი ავტობუსების შესყიდვაზე.

12 მეტროს ვაგონის მოდერნიზაციას არსებული პროექტით 9 მილიონ 687 ათასი ლარი მოხმარდება, ხოლო მეტროსადგურ ვარკეთილის რეაბილიტაციის დასრულებაში მერია 2024 წელს 2 მილიონ 783 ათას ლარს გადაიხდის.

საინვესტიციპო მსხვილ პროექტებს შორისაა უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების მაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობაც. ჯამში 12 საინვესტიციო პროექტზე 2024 წლის განმავლობაში 769 მილიონ ლარზე მეტს ხარჯავს. თუმცა მიღმა ამისა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალის საპროგნოზო მოცულობა 2024 წლის ბოლოსთვის 769 მილიონ ლარს გადააჭარბებს და ის ძირითადად გადანაწილებულია თბილისის ავტობუსებისა და მეტროსადგურების მოდერნიზების მიმართულებით არსებული სესხების მომსახურებაზე.

სტუმარი: ირაკლი აბესაძე - თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი;

ინტერვიუერი: ბექა ბაციკაძე - BMG-ის ჟურნალისტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები