ვირტუალური ზონის პირის" სტატუსი შეუძლიათ მიიღონ კომპანიებმა, რომლებიც საქართველოდან უცხოელი მომხმარებლებისთვის ახორციელებენ გარკვეული ტიპის IT სერვისებს. სტატუსის მიღების შემდეგ ეს კომპანიები „საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ“ კანონის თანახმად სარგებლობენ საგადასახადო შეღავათებით. კერძოდ, გათავისუფლებული არიან კორპორაციული საშემოსავლო გადასახადისგან. წმინდა მოგების განაწილების დროს ამ სტატუსის მქონე კომპანიებს აქვთ მხოლოდ დივიდენდის 5%-იანი გადასახადის გადახდის ვალდებულება.
საგადასახადო შეღავათები იყო მთავარი სტიმული, რომ საქართველოში არაერთი უცხოური IT კომპანია შემოვიდა. 2023 წლის მდგომარეობით, ვირტუალური ზონის პირის სტატუსი 1204 კომპანიას აქვს მინიჭებული.
ამ კომპანიების მიერ ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები ბოლო 5 წლის სტატისტიკით მკვეთრადაა გაზრდილი. კერძოდ, კომპანიებმა 2019 წელს გადასახადების სახით ჯამში 46 მლნ ლარი გადაიხადეს. პანდემიურ 2020 წელს ეს მაჩვენებელი ოდნავ შემცირდა, თუმცა მომდევნო 2021 წლიდან მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა – 67,3 მლნ ლარი. 2022–შიამ მაჩვენებელმა 74 მლნ ლარს მიაღწია, 2023 წლის მხოლოდ 8 თვეში კი 61.6 მლნ ლარია გადახდილი.
ამ სექტორში დამატებით ახალი მსხვილი კომპანიების შემოყვანა კიდევ უფრო მზარდი იქნებოდა, რომ არა გარკვეული ხარვეზების/ბუნდოვანობის არსებობა იმ საგადასახადო კანონმდებლობაში, რომლითაც ეს ინდუსტრია რეგულირდება.
ფინანსთა სამინისტრომ 2021 წელს ვირტუალური ზონის სტატუსის მქონე კომპანიების მასობრივი აუდიტი დაიწყო იმის დასადგენად, შეესაბამება თუ არა მათი საქმიანობა მიღებულ საშეღავათო სტატუს. 2021 წლის გაზაფხულზე, საქართველოს საგადასახადო უწყება დაუკავშირდა ვირტუალური ზონის პირების წარმომადგენლებს და მოსთხოვა, მიეწოდებინათ მათთვის იმის მტკიცებულება, რომ ისინი უცხოელ კლიენტებს აწვდიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე შექმნილ საინფორმაციო ტექნოლოგიურ პროდუქტს.
საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციის ინფორმაციით, განხორციელდა კომპანიების დოკუმენტაციის ნაწილობრივი შემოწმება, კერძოდ ფულადი მიმოქცევის მოცულობაზე საქართველოს შიგნით და მის ფარგლებს გარეთ. იმ კომპანიებმა, რომლებმაც ვერ დაადასტურეს საინფორმაციო ტექნოლოგიების საქართველოს ტერიტორიაზე შექმნის ფაქტი.
შემოსავლების სამსახურის მხრიდან მიიღეს სიტყვიერი გაფრთხილება დეკლარაციების შესწორების ვალდებულებაზე, რაც გულისხმობდა 15%-იანი მოგების გადასახადით დაბეგვრას. კომპანიებს რეტროსპექტიულად გაუუქმდათ შეღავათი მოგების გადასახადში და მათ დაეკისრათ მოგების გადასახადის გადახდა წარსული პერიოდიდან, კერძოდ 2018 წლიდან მოყოლებული. იმის გამო, რომ კომპანიებმა პროდუქციის საქართველოში წარმოების ფაქტი ვერ დაადასტურეს, შემოსავლების სამსახურმა ასობით IT კომპანია დააჯარიმა.
სტუმარი: შორენა კოპალეიშვილი - საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციის თავმჯდომარე;