რეფერენტულ ფასს დაქვემდებარებული მედიკამენტების სია კიდევ ერთხელ გაფართოვდა და უკვე 7 ათას დასახელებას გადააჭარბა.
ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე წამლების ჩამონათვალი უკვე განთავსებულია.
მედიკამენტებზე რეფერენტული ფასწარმოქმნის რეფორმა, რომელიც წამლების ფასების მაქსიმალური ზღვრის დაწესებას გულისხმობს, 2023 წლის 15 თებერვლიდან ამოქმედდა და ერთ წელიწადში რეგულაცია 6 ათასზე მეტ მედიკამენტს შეეხო.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რეფორმის მიზანი მედიკამენტებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდაა.