მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეფერენტული ფასები მედიკამენტებზე - რა მოიტანა ფასების რეგულირებამ?

რეფერენტული ფასები მედიკამენტებზე - რა მოიტანა ფასების რეგულირებამ?

მოსახლეობამ მედიკამენტებზე გასაწევი ხარჯი თითქმის 50%-ით დაზოგა - ეს არის 10 თვის თავზე შედეგი, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახმოვანებს, რაც მათი თქმით, წამლებზე ფასის ხელოვნურად დარეგულირებამ მოიტანა. სწორედ ეს გზა იქნა არჩეული თვეების წინ ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, მოსახლეობის ჯიბიდან დანახარჯები მედიკამენტებზე შეემცირებინათ. მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა, რომ ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, ამას საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ უახლესი კვლევაც მოწმობს. ფონდის ანგარიშის თანახმად, შინამეურნეობების დაახლოებით 80% ჯანდაცვის სრული დანახარჯიდან დაახლოებით 80%-ს სწორედ მედიკამენტებზე ხარჯავს. ამ თვალსაზრისით წამლებზე ე.წ რეფერენტული ფასების დაწესებას ანუ ფასების რეგულირებას დადებითი ეფექტი ნამდვილად აქვს, თუმცა ბაზარზე ხელოვნური ჩარევა გარკვეულ რისკებსაც წარმოშობს.

➡ზაზა ლომინაძე - პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე;

➡ილონა კოკიაშვილი - ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი;

➡ილია ღუდუშაური - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე;

➡გიორგი დათუკიშვილი - ფარმაცევტი;

➡აკაკი ზოიძე - ჯანდაცვის სპეციალისტი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები