რაც შეეხება ვითარებას საქართველოს ეკონომიკაში, აქ ყველა ძირითადი მაკროპარამეტრი წესრიგშია, ისევე როგორც ამის მონიტორინგს აგრძელებს სავალუტო ფონდის მისია, რომელიც გასული კვირის განმავლობაში მუშაობდა და ხვდებოდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს. ჩვენს გაკვირვებას იწვევს რამდენიმე საკითხი, რომელიც უკავშირდება ერთის მხრივ, ლოგიკურ გადაწყვეტილებას შემცირებულიყო რეფინანსირების განაკვეთი საქართველოში და ის 8,25% ზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 272.3 მლნ აშშ დოლარი (723.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 26.9%-ით ნაკლებია 2023 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, საქართველო ფულად გზავნილებზე დამოკიდებული ქვეყნების რეიტინგში 21-ე ადგილზეა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი უცხოეთში დასაქმებული ქართველების მიერ გამოგზავნილ თანხებზეა დამოკიდებული. და ეს სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ქვეყნის ეკონომიკის ფულად გზავნილებზე დამოკიდებულების მაჩვენებელი ყველაზე მაღალი შედარებით დაბალშემოსავლიან ქვეყნებშია.