ეროვნული ბანკში მიიჩნევენ, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შერბილების ტენდენცია გაგრძელდება. ამის შესახებ სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა დავით უტიაშვილმა BM.GE-ის განუცხადა.
"საგარეო ფაქტორები ცვალებადია, მათ შორის რუსეთის გადაწყვეტილებამაც [ბენზინის ექსპორტის აკრძალვა] შეიძლება იქონიოს რაღაც გავლენა, თუმცა ველოდებით, რომ ეს გავლენა იქნება მინიმალური და ზოგადად, ასეთი ტიპის საგარეო ფაქტორების მიმართ ეროვნული ბანკის პოლიტიკა არ იცვლება ხოლმე. ეს არის ერთჯერადი, დროებითი ფაქტორები, ამიტომ ჩვენ ვუყურებთ ფუნდამენტურ ფაქტორებს, ვხედავთ, რომ თებერვლის ინფლაცია იყოს საკმაოდ დაბალი და მოლოდინები დაბალია, ამიტომ გვაქვს ყველა წინაპირობა, რომ შერბილების ტენდენცია, რაც გაცხადებული გვაქვს, გაგრძელდება შემდეგ პერიოდებშიც. კომიტეტის ზუსტი გადაწყვეტილების გაჟღერება გაგვიჭირდება, თუმცა შერბილების ტენდენციის ყველა წინაპირობა არსებობს", - განმარტავს დავით უტიაშვილი.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა 13 მარტს არის ჩანიშნული.