BMG-ის და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფოკუსში კიდევ ერთი რეფორმა მოხვდება – ე.წ. სეკიურიტიზაციის რეფორმა.
ყველაზე მარტივი ეკონომიკური გაგებით, სეკურიტიზაცია გულისხმობს სამომავლოდ მისაღები თანხების (ფულადი ნაკადების) ფასიან ქაღალდებად გადაქცევას და შესაბამისად, დღეს განაღდებას.
რეფორმის მიზანია ქვეყანაში დაფინანსების ხელმისაწვდომობის ზრდა და სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტის განვითარება არა მხოლოდ კომერციული ბანკებისთვის, არამედ საფინანსო სექტორისა და ზოგადად, სხვა ბიზნესსუბიექტებისთვის.
იუესეიდი–ს, მთავრობის და კერძო სექტორის ანალიზი ერთმანეთს დიდწილად ემთხვევა იმის შეფასებისას, რომ დღეის მდგომარეობით, სეკურიტიზაციის ტრანზაქციის განხორციელება გართულებულია, რადგან არ არის განსაზღვრული თუ რა სახის აქტივები შეიძლება გამოყენებული იქნას სეკურიტიზაციის გარიგების ფარგლებში; არ არის მოწესრიგებული ჩართული პირების უფლება-მოვალეობები, ინიციატორის გადახდისუუნარობასთან დაკავშირებული რისკები და ა.შ.
შედეგად, დღეს არსებული კანონმდებლობა არ იძლევა საკმარის საშუალებას დაინტერესებულმა ბიზნესებმა გამოიყენონ ეს ინსტრუმენტი და შესაბამისად, მიმართონ (ბანკებისგან) დაფინანსების ალტერნატიულ წყაროს, როგორიცაა კაპიტალის ბაზარი.
შესაბამისად, რეფორმა მიზნად ისახავს საინვესტიციო გარემოს მეტი სამართლებრივი სიცხადე შემატოს და ამით ხელი შეუწყოს რისკების განჭვრეტადობას. მეტს მოვისმენთ მნიშვნელოვანი მხარეებისგან.
სტუმრები: გია ამზაშვილი - USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მრჩეველი კაპიტალის ბაზრის საკითხებში;
თამთა ივანიშვილი - იურიდიული კომპანია BLC-ის პარტნიორი;
#საქმიანიდილა-ს #ანალიტიკა ელენე კვანჭილაშვილთან ერთად;