მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Reform-talks: შავი ზღვის პლატფორმა

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს (EUGBC) ორგანიზებით, მიმდინარე წლის 6 დეკემბერს შავი ზღვის პლატფორმის ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით ჩატარდა.

კონფერენციაზე ის გამოწვევები და შესაძლებლობები განიხილეს, რაც შუა დერეფნის სატრანსპორტო მარშრუტს უკავშირდება. საუბარი შეეხო კონკრეტულ პროექტებსა და რეფორმებს, რაც გაამარტივებს ევროკავშირთან ვაჭრობას და განამტკიცებს ურთიერთკავშირებს.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სამთავრობო უწყებების, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნეს ასოციაციების, კერძო სექტორისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, როგორც საქართველოდან, ისე ევროკავშირის ქვეყნებიდან და რეგიონიდან.

სტუმრები: ნატალია ბერუაშვილი - USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელი;

გიორგი კაჭარავა - ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს (EUGBC) აღმასრულებელი დირექტორი;

#საქმიანიდილა-ს ანალიტიკა ელენე კვანჭილაშვილთან ერთად;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები