სახელმწიფო საწარმოების შესახებ მომზადებულ კანონპროექტზე მთავრობისა და სავალუტო ფონდის ხედვები ვერ დაემთხვა. კანონპროექტში, რომელიც ჯერ საჯარო არ არის, როგორც ჩანს ვერ მოხვდა ჯერ კიდევ 2022 წელს IMF -თან შეთანხმებული პრინციპები. როგორც ირკვევა, ამ დრომდე არაა გადაწყვეტილი, გაიწერება თუ არა საკანონმდებლო დონეზე, რომ საწარმოებში წილის მმართველად ფინანსთა სამინისტროც შევა. ფონდი კი, მიიჩნევს, რომ მკაცრად უნდა გაიმიჯნოს სახელმწიფოს აქციონერის, მარეგულირებლის და პოლიტიკის წარმართვის ფუნქციები, ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით.