მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რეგიონალური პლატფორმა Women’s Entrepreneurship Expo 2025 - პროექტის მისია და მიზნები

ანა ფაშალიშვილი უნდა გაგაცნოთ - განვითარებისა და გენდერული თანასწორობის სპეციალისტი, რომელსაც ადამიანის უფლებების, მმართველობისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით მუშაობის 17-წლიანი გამოცდილება აქვს. ამჟამად ანა გაეროს ქალთა ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის პროგრამების სპეციალისტია. სწორედ ის უდგას სათავეში ისეთ მასშტაბურ რეგიონულ ინიციატივებს, როგორებიცაა „Women’s Entrepreneurship Expo 2025“ - უმნიშვნელოვანესი პლატფორმა, რომელიც ქალ მეწარმეებს ბიზნესის გაფართოებაში, ინვესტიციების მოზიდვასა და კერძო სექტორთან დაკავშირებაში ეხმარება. სანამ რეგიონულ ოფისში გადაინაცვლებდა, ანა 10 წლის განმავლობაში მუშაობდა UN Women-ის საქართველოს ოფისში და არაერთ მილიონიან პროექტს ხელმძღვანელობდა. მას აქვს სტრასბურგის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი საბანკო-საფინანსო და კერძო სამართალში. ყველაზე შთამბეჭდავი კი ის არის, რომ ამ უზარმაზარი პროფესიული პასუხისმგებლობისა და საერთაშორისო ასპარეზზე საქმიანობის პარალელურად, იგი სამი შვილის დედაა.

სტუმარი: ანა ფაშალიშვილი - “გაეროს ქალთა ორგანიზაცია”, ეკონომიკური გაძლიერების პროექტების ხელმძღვანელი

#ქალებისნარატივი მარიამ იზორიასთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები