გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სახელმწიფო კომპანიაა, რეგიონებში გაზმომარაგების სამუშაოებისთვის 11 ტენდერი გამოაცხადა. აღნიშნული ტენდერების ღირებულება 45.3 მილიონ ლარს შეადგენს და მათი მეშვეობით დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გაზის განაწილების ქსელის მშენებლობის სამუშაოები უნდა განხორციელდეს.
სატენდერო აღწერა ასეთია:
ბიუჯეტი ლარებში |
პროექტის აღწერა: | |
2,631,646 ლარი | ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლების: კინოთის და მწყერისციხეს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების: კიცხის იგორეთის და ლაშის იგორეთის, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაჯის, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების: წახანის და წახანწყაროს და კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თეძმისხევის გაზიფიცირების სამუშაოები | |
2,345,280 ლარი | შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქროპილაურის და ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ვაშლოვანის გაზიფიცირების სამუშაოები | |
2,796,394 ლარი | ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლების: მირვეთის, ქოქოლეთის, ზედა ჩხუტუნეთის და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭახათის გაზიფიცირების სამუშაოები | |
2,774,110 ლარი | სენაკის მუნიციპალიტეტის ხორშის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების: პატარა ზანას, დიდი ხორშის, საგუგუნაოს, შუა ხორშის, ციზეთის და სადადიანოს გაზიფიცირების სამუშაოები | |
3,896,290 ლარი | ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრეითის გაზიფიცირების სამუშაოები | |
3,753,160 ლარი | ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლების: ხალიფაურის, თაბაგრების და ზოდის გაზიფიცირების სამუშაოები | |
3,765,350 ლარი | ქედის მუნიციპალიტეტის სოფლების: ჭინკაძეების, ქვედა ბზუბზუს, პირველი მაისის, ახოს და დანდალოს გაზიფიცირების სამუშაოები | |
3,483,794 ლარი | მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლების: სკურდის, პატარა თამაკონის, ნობულევის და სენაკის მუნიციპალიტეტის ფოცხოს ადმინისტრაციული ერთეულის გაზიფიცირების სამუშაოები | |
6,220,362 ლარი | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ჭივჭავის თემის და სოფლების: დიდი თონეთის, ღოლოვანის, ორბეთის და ახალი ზირბითის გაზიფიცირების სამუშაოები | |
6,455,339 ლარი | ხობის მუნიციპალიტეტის სოფლების: ბულიშის, გიმოზგონჯილის, დურღენას, ახალსოფელის, განთიადის, გაღმა ქარიატას, გამოღმა ქარიატას, ყორათის, საჭოჭუოს და საბაჟოს გაზიფიცირების სამუშაოები | |
7,218,633 ლარი | აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლების: ტყვირის, ცილორის, გამოღმა ზანათის, სუჯუნას, წალიკარის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების: ერგეტას, ცვანეს და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფლების: ნაფიჩხოვოს, ლედარსალეს და ხანწკის გაზიფიცირების სამუშაოები |
"პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 3-წლიანი ანალოგიური სამუშაოების გამოცდილება ბოლო 6 წლის განმავლობაში, ჯამურად არანაკლებ შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 100% (გამოცდილებაში ჩაითვლება 2019; 2020; 2021; 2022; 2023; 2024 წლებიდან ნებისმიერი სამი წლის განმავლობაში მიღებული გამოცდილება). ამასთან, პრეტენდენტს აღნიშნული 6 წლიდან არანაკლებ 3 წელში (თითოეულში) უნდა დაუფიქსირდეს ანალოგიური სამუშაოების გამოცდილება არანაკლებ შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 10%.
ასევე, პრეტენდენტს არანაკლებ ერთი ხელშეკრულების ფარგლებში უნდა გააჩნდეს ანალოგიური სამუშაოების გამოცდილება ზემოაღნიშნული 6 წლის განმავლობაში, არანაკლებ შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 35%,"- ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.
კომპანიებს ტენდერებში მონაწილეობის მიღება 13 დეკემბრამდე შეეძლებათ.