რეგიონების როლი ენერგეტიკული გარდაქმნის პროცესში - ეს იყო ერთ-ერთი საკითხი, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 45-ე პლენარულ სესიაზე. როგორც შეხვედრისას აღინიშნა უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად, ევროკავშირის ენერგოპოლიტიკა მკვეთრად შეიცვალა და დღის წესრიგში პრიორიტეტული გახდა მიწოდების წყაროების დივერსიფიკაცია. საქართველო - რუმინეთის შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტი კი ერთ-ერთი წამყვანია ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმაში. დებატებში თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი იღებდა მონაწილეობას.
სტუმარი: ლევან ჟორჟოლიანი - თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე;