მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეგიონების თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია - ირაკლი კობახიძე

კობახიძე

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა, რომ რეგიონების თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

მისი თქმით, თანდათანობით იზრდება ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსება, ბიუჯეტების და შემოსავლების მოცულობა.

ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ წარმატებით მიმდინარეობდა სამუშაოები განახლებული რეგიონების პროექტის მეორე ფაზის ფარგლებში.

"ამ პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს და დასრულებულია 730 მილიონ ლარამდე ღირებულების 78 პროექტი. ყველა მუნიციპალიტეტში ხორციელდება შესაბამისი პროექტები. განახლდა 730-მდე შენობა 40 ათასზე მეტ ფართობზე მოეწყო 92 სკვერი. მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად გასულ წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა 350 მილიონ ლარამდე ღირებულების 864 პროექტი. წელს ფონდიდან უკვე განაწილებულია 400 მილიონი ლარი. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შარშან სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო 40 600 000 ლარი დაფინანსდა 3 780 პროექტი“, - აღნიშნა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები