მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რეგიონებში B და C ჰეპატიტის, აივ ინფექციის და სხვა დაავადებების უფასო სკრინინგი იწყება

სკრინინგი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა რეგიონებში, ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა მიმართულების სკრინინგი დაიწყო.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქეები სრულიად უფასოდ ჩაიტარებენ: ინფექციური დაავადებების (B და C ჰეპატიტის, აივ ინფექციის), ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგს, ასევე - არაგადამდები დაავადებების პრევენციულ გამოკვლევებს.

კამპანიის მიზანი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, დაავადების ადრეული გამოვლენა და პრევენციული ღონისძიებების გაძლიერებაა.

სკრინინგის შედეგად გამოვლენილი დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა სახელმწიფოს სხვადასხვა პროგრამით ფინანსდება. კიბოს ადრეული გამოვლენისა და მართვის ეროვნული პროგრამები უზრუნველყოფს როგორც გამოკვლევებს, ისე - მკურნალობის დაფინანსებას.

არაგადამდები დაავადებების კონტროლი ხელმისაწვდომია პირველადი ჯანდაცვის დონეზე,
ხოლო ინფექციური დაავადებების (B და C ჰეპატიტისა და აივ ინფექციის) დიაგნოსტიკა და მკურნალობა, სრულად ან ნაწილობრივ, ფინანსდება სახელმწიფო პროგრამებით, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის ფართო წვდომას საჭირო სერვისებზე.

მარტში გამოკვლევები ჩატარდება სამეგრელო-ზემო სვანეთში, სამცხე-ჯავახეთში, აჭარასა და ქვემო ქართლში, შემდეგ კი ეტაპობრივად, ქვეყნის სხვა რეგიონებში გაგრძელდება. დეტალური ინფორმაცია, კონკრეტული ქალაქებისა და თარიღების შესახებ, იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/4mXXV

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები