მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რეგიონებში ვაქცინებზე მოთხოვნა გაიზარდა - მინისტრი

60d9908362653
ინგა მურუსიძე
28.06.21 13:23
232
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე იმ აქტივობებზე საუბრობს, რომელიც მისი თქმით, რეგიონებში ვაქცინაციის ხელშეწყობისთვის განხორციელდა. მისი თქმით, რეგიონებში ვაქცინებზე მოთხოვნა გაიზარდა.

„ჩატარდა არაერთი ტრენინგი, ასევე ვაქცინაციის პროგრამაც სულ მალე დასრულდება. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დროულად დაასრულებენ ყველა იმ სამუშაოს, რომელიც მათზე იყო დაკისრებული და შემდეგი კვირიდან საზოგადოება ნახავს მათ აქტივობას. ჩვენ ასევე დავინახეთ, რომ რეგიონებშიც გაიზარდა მოთხოვნა ვაქცინებზე, თუმცა იმ სამწუხარო ფაქტის შემდეგ[ექთნის გარდაცვალება] მნიშვნელოვნად არის გაზრდილი დედაქალაქის მიმართ სანდოობა და რეგიონებიდან ჩამოდიან მოქალაქეები ასაცრელად, ამიტომაც გადაწყდა დედაქალაქის გაძლიერება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მსოფლიო ბანკთან ერთად არის გამოვლენილი კომპანია, რომელიც მასობრივი ვაქცინაციის წინ მოქალაქეების ინფორმირებულობას უზრუნველყოფს.

„ველოდებით გამოვლენილი კომპანიისგან გარკვეულ პრეზენტაციებს იმისათვის, რომ მასობრივი ვაქცინაციისთვიის საჭირო ინფორმაციული ნაკადების მიწოდება დროულად მოხდეს ჩვენი მოქალაქებისთვის“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები