დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2859 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შედეგად ინფიცირების ჯამური რაოდენობა 54852-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის COVID-19-ისგან 39773 ადამიანი არის გამოჯანმრთელებული. დღესვე გარდაცვლილთა რაოდენობა 441-მდე გაიზარდა. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 3015 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 4670 პირი. კოვიდ ფორმატის სასტუმროში კი 2599 პაციენტი მკურნალობს.
რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, მათში COVID-19-ის სტატისტიკა ამგვარია:
● რუსეთი - ახალი შემთხვევები +20,582; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 1,753,836. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 1,312,927. გარდაცვლილთა რაოდენობა 30,251 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 378 ადამიანი;
● უკრაინა - ახალი შემთხვევები +10,746; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 450,934, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 204,229. გარდაცვლილთა რაოდენობა 8,312, ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 187 ადამიანი;
● თურქეთი - ახალი შემთხვევები +2,483; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 391,739, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 336,221. გარდაცვლილთა რაოდენობა 10,803 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 81 ადამიანი;
● სომხეთი - ახალი შემთხვევები +2,476; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 104,249, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 63,258. გარდაცვლილთა რაოდენობა 1,533 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 27 ადამიანი;
● აზერბაიჯანი - ახალი შემთხვევები +1,410; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 63,748, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 48,049. გარდაცვლილთა რაოდენობა 824 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 13 ადამიანი.




























