მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რეგიონის რომელ ქვეყანაში იზრდება COVID-19-ის შემთხვევები ყველაზე სწრაფად - სტატისტიკა

5fca5f07b124e
BM.GE
04.12.20 20:09
398
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5068 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შედეგად ინფიცირების ჯამური რაოდენობა 152704-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა ოფიციალური სტატისტიკა 126904-ს შეადგენს. დღესვე გარდაცვლილთა რაოდენობა 38-ით 1425-მდე გაიზარდა. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 1241 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 6671 პირი. კოვიდ ფორმატის სასტუმროში კი 3899 პაციენტი მკურნალობს.

რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, მათში COVID-19-ის სტატისტიკა ამგვარია: 

● რუსეთი - ახალი შემთხვევები +27,403; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 2,402,949. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 1,888,752. გარდაცვლილთა რაოდენობა 42,176 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 569 ადამიანი;
● უკრაინა - ახალი შემთხვევები +15,131; ინფიცირების ჯამური შემთხვევები
787,891, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 397,809. გარდაცვლილთა რაოდენობა 13,195, ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 235 ადამიანი;
თურქეთი - ახალი შემთხვევები +32,381; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 733,261, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 418,331. გარდაცვლილთა რაოდენობა 14,316 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 187 ადამიანი;
● სომხეთი - ახალი შემთხვევები +1,184; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 139,692, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 114,990. გარდაცვლილთა რაოდენობა 2,277 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 23 ადამიანი;
● აზერბაიჯანი - ახალი შემთხვევები +4,267 ; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 138,000, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 83,800. გარდაცვლილთა რაოდენობა 1,551 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 41 ადამიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები