დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4146 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შედეგად ინფიცირების ჯამური რაოდენობა 183099-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა ოფიციალური სტატისტიკა 150461 -ს შეადგენს. დღესვე გარდაცვლილთა რაოდენობა 37-ით 1694-მდე გაიზარდა. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 1019 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 6918 პირი. კოვიდ ფორმატის სასტუმროში კი 3524 პაციენტი მკურნალობს.
რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, მათში COVID-19-ის სტატისტიკა ამგვარია:
● რუსეთი - ახალი შემთხვევები +28,585; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 2,597,711. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 2,059,840. გარდაცვლილთა რაოდენობა 45,893 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 613 ადამიანი;
● თურქეთი - ახალი შემთხვევები +30,424; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 1,748,567, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 1,154,333. გარდაცვლილთა რაოდენობა 15,751 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 220 ადამიანი;
● უკრაინა - ახალი შემთხვევები +13,514; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 872,228, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 480,348. გარდაცვლილთა რაოდენობა 14,755, ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 285 ადამიანი;
● სომხეთი - ახალი შემთხვევები +1,077; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 146,317, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 123,474. გარდაცვლილთა რაოდენობა 2,445 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 29 ადამიანი;
● აზერბაიჯანი - ახალი შემთხვევები +4,381; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 167,155, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 103,550. გარდაცვლილთა რაოდენობა 1,840 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 47 ადამიანი.




























