მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რეგიონის რომელ ქვეყანაში იზრდება COVID-19-ის შემთხვევები ყველაზე სწრაფად - სტატისტიკა

5fd7907d20c6e
BM.GE
14.12.20 20:08
513
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შედეგად ინფიცირების ჯამური რაოდენობა 191063-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა ოფიციალური სტატისტიკა 161681-ს შეადგენს. დღესვე გარდაცვლილთა რაოდენობა 49-ით 1839-მდე გაიზარდა. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 1019 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 6918 პირი. კოვიდ ფორმატის სასტუმროში კი 3524 პაციენტი მკურნალობს.

რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, მათში COVID-19-ის სტატისტიკა ამგვარია: 

● რუსეთი - ახალი შემთხვევები +27,328; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 2,681,256. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 2,124,797. გარდაცვლილთა რაოდენობა 47,391 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 450 ადამიანი;
● თურქეთი - ახალი შემთხვევები +26,919; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 1,836,728, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 1,603,780. გარდაცვლილთა რაოდენობა 15,247 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 218 ადამიანი;
● უკრაინა - ახალი შემთხვევები +6,451; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 900,666, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 506,718. გარდაცვლილთა რაოდენობა 15,154, ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 93 ადამიანი;
● სომხეთი - ახალი შემთხვევები +357; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 148,682, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 125,966 . გარდაცვლილთა რაოდენობა 2,503 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 17 ადამიანი;
● აზერბაიჯანი - ახალი შემთხვევები +3,112; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 178,986, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 114,841. გარდაცვლილთა რაოდენობა 1,966 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 44 ადამიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები