მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რეგიონის რომელ ქვეყანაში იზრდება COVID-19-ის შემთხვევები ყველაზე სწრაფად - სტატისტიკა

5ffb24a599ea2
BM.GE
10.01.21 20:00
706
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1143 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შედეგად ინფიცირების ჯამური რაოდენობა 239229-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა ოფიციალური სტატისტიკა 225335-ს შეადგენს. დღესვე გარდაცვლილთა რაოდენობა 23-ით 2773-მდე გაიზარდა. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 452 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 3894 პირი. კოვიდ ფორმატის სასტუმროში კი 746 პაციენტი მკურნალობს.

რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, მათში COVID-19-ის სტატისტიკა ამგვარია: 

● რუსეთი - ახალი შემთხვევები +22,851; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 3,401,954. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 2,778,889. გარდაცვლილთა რაოდენობა 61,837 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 456 ადამიანი;
● თურქეთი - ახალი შემთხვევები +9,537; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 2,317,118, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 2,190,047. გარდაცვლილთა რაოდენობა 22,631 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 181 ადამიანი;
● უკრაინა - ახალი შემთხვევები +5,011; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 1,115,026, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 791,598. გარდაცვლილთა რაოდენობა 19,767, ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 99 ადამიანი;
● სომხეთი - ახალი შემთხვევები +337; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 162,131, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 149,312. გარდაცვლილთა რაოდენობა 2,929  ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 7 ადამიანი;
● აზერბაიჯანი - ახალი შემთხვევები +601; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 224,651, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 208,681. გარდაცვლილთა რაოდენობა 2,909 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 19 ადამიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები