დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 551 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შედეგად ინფიცირების ჯამური რაოდენობა 239780-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა ოფიციალური სტატისტიკა 225335-ს შეადგენს. დღესვე გარდაცვლილთა რაოდენობა 23-ით 2796-მდე გაიზარდა. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 506 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 3929 პირი. კოვიდ ფორმატის სასტუმროში კი 722 პაციენტი მკურნალობს.
რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, მათში COVID-19-ის სტატისტიკა ამგვარია:
● რუსეთი - ახალი შემთხვევები +23,315; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 3,425,269. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 2,800,675. გარდაცვლილთა რაოდენობა 62,273 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 436 ადამიანი;
● თურქეთი - ახალი შემთხვევები +9,138; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 2,326,256, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 2,198,150. გარდაცვლილთა რაოდენობა 22,807 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 176 ადამიანი;
● უკრაინა - ახალი შემთხვევები +4,288; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 1,119,314, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 796,417. გარდაცვლილთა რაოდენობა 19,835, ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 68 ადამიანი;
● სომხეთი - ახალი შემთხვევები +157; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 162,288, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 149,873. გარდაცვლილთა რაოდენობა 2,931 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 2 ადამიანი;
● აზერბაიჯანი - ახალი შემთხვევები +601; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 224,651, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 208,681. გარდაცვლილთა რაოდენობა 2,909 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 19 ადამიანი.




























