მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რეგიონის რომელ ქვეყანაში იზრდება COVID-19-ის შემთხვევები ყველაზე სწრაფად - სტატისტიკა

604a4a203835c
BM.GE
11.03.21 20:38
531
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 395 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შედეგად ინფიცირების ჯამური რაოდენობა 274045-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა ოფიციალური სტატისტიკა 267421-ს შეადგენს. დღესვე გარდაცვლილთა რაოდენობა 9-ით 3622-მდე გაიზარდა. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 252 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 1324 პირი. კოვიდ ფორმატის სასტუმროში კი 133 პაციენტი მკურნალობს.

რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, მათში COVID-19-ის სტატისტიკა ამგვარია: 

● რუსეთი - ახალი შემთხვევები +9,270; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 4,360,823. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 3,959,533. გარდაცვლილთა რაოდენობა 90,734 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 459 ადამიანი;
● თურქეთი - ახალი შემთხვევები +14,556; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 2,821,943, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 2,649,862. გარდაცვლილთა რაოდენობა 29,227 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 72 საათში 67 ადამიანი;
● უკრაინა - ახალი შემთხვევები +9,084; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 1,425,522, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 1,210,246. გარდაცვლილთა რაოდენობა 27,685, ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 262 ადამიანი;
● სომხეთი - ახალი შემთხვევები +748; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 176,286, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 165,441. გარდაცვლილთა რაოდენობა 3,239 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 2 ადამიანი;
● აზერბაიჯანი - ახალი შემთხვევები +608; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 238,383, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 230,244. გარდაცვლილთა რაოდენობა 3,262 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 5 ადამიანი.

წყარო - Wordlometers

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები