მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რეგიონში პირველი "აუთლეტ ვილიჯი" 29 მაისს გაიხსნება, რას გააერთიანებს პროექტი?

ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე, სამხრეთ კავკასიის რეგიონში პირველი “აუთლეტ ვილიჯი” იხსნება. თარიღს, რომელსაც უამრავი მომხმარებელი ელოდა - მოახლოვდა. თბილისი აუთლეტ ვილიჯის პირველი ფაზა, სტუმრებს 29 მაისს ოფიციალურად უმასპინძლებს, თუმცა გრანდიოზული გახსნა - სექტემბერშია დაგეგმილი. რამდენიმე დღის წინ პროექტის პრეზენტაციაც შედგა, სადაც როგორც რითეილერები ასევე სხვა დაინტერესებული სტუმრები შეიკრიბნენ და აუთლეტ ვილიჯი დაათვალიერეს. გეტყვით იმასაც, რომ თბილისის აუთლეტ ვილიჯი რეგიონისთვის უპრეცედენტო პროექტია, აქ მსოფლიოს პრემიუმ ბრენდები აუთლეტ კონცეფციის მიხედვით გაერთიანდებიან.. კომპანიის მთავარი მიზანი საცალო ვაჭრობის მიმართულებით სრულიად ახალი ეპოქის შექმნა და მომხმარებლისთვის განსხვავებული გამოცდილების შეთავაზებაა. პროექტი შოპინგ ტურიზმის განვითარებაშიც შეიტანს წვლილს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები