ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრლევან დავითაშვილის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში აშშ-ის მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამის შესახებ დავითაშვილმა აშშ-ში ვიზიტის დროს განაცხადა, რომლის ფარგლებშიც კონგრესმენებს შეხვდა.
“განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მკაფიო პოლიტიკური მხარდაჭერა იმ პირობებში, როდესაც რეგიონში რთული ვითარებაა. კონგრესმენების მხრიდან არსებობს სურვილი, რომ საქართველოსთან მეტი ერთობლივი პროექტი განხორციელდეს, რათა თანამშრომლობა, რომელიც დღეს წარმატებით მიმდინარეობს, კიდევ უფრო შედეგიანი იყოს ორივე ქვეყნისთვის“, - განაცხადა დავითაშვილმა.
კონგრესმენ დარენ სოტოს განცხადებით, მზად არიან, საქართველოსთან სხვადასხვა ეკონომიკურ საკითხზე ითანამშრომლონ.
“ჩვენ საქართველოს გვერდით ვდგავართ ამ რთულ დროს, უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში. ამერიკა საქართველოს გვერდით არის რეგიონში შექნილი ვითარების პორობებში. ძალიან ბევრი საკითხია, რაზეც ერთად შეგვიძლია მუშაობა - იქნება ეს ტურიზმი, წიაღის სექტორი თუ ვაჭრობა”, - აცხადებს კონგრესმენი.
აშშ-ში გამართულ შეხვერებში მონაწილეობას საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი დავით ზალკალიანიც ეწრებოდა, რომელიც ახლა აშშ-ში საქართველოს ელჩია.




























