მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რეგიონულმა ბაზრებმა მცირე ზრდა აჩვენა - "თიბისი კაპიტალის" ობლიგაციების ბაზრის მიმოხილვა

ობლიგაციები
26.06.25 18:50
1169

"თიბისი კაპიტალის" ობლიგაციების ბაზრის მიმოხილვის თანახმად, ფედერალურმა რეზერვმა და ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა განაკვეთი 4.25%-ზე უცვლელად დატოვეს, რაც მაღალი ინფლაციისა და შესუსტებული ეკონომიკური პირობების ფონზე, მზარდ სიფრთხილეზე მიანიშნებს.

აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობა მცირედით შემცირდა ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის შემცირებისა და მომავალი მაკროეკონომიკური მონაცემებისა და პაუელის გამოსვლის მოლოდინის ფონზე — 10-წლიანი ობლიგაციის შემოსავლიანობა 4.34%-ზეა, ხოლო 2-წლიანი 3.84%-ზე.

რეგიონულმა ობლიგაციების ბაზრებმა მცირე ზრდა აჩვენა, რაც უმეტესად უზბეკეთის სახაზინო ობლიგაციების ძლიერი ზრდით (+3.1%) იყო განპირობებული, კაპიტალის ბაზრების რეფორმებისადმი ოპტიმიზმის ფონზე (მაშინ როცა ბულგარეთი და ყაზახეთი ჩამორჩნენ).

"უზბეკეთმა დამატებით $660 მილიონის ევროობლიგაციებიც მოიზიდა, მათ შორის პირველი სუკუკის გამოშვებით კორპორატიულ ობლიგაციებში მსუბუქი ზრდა დაფიქსირდა, თუმცა თურქული კომპანიების ფასებზე წნეხი შენარჩუნდა, გარდა Akbank-ისა, რომლის ობლიგაციები O2-ის მოლოდინზე უკეთესი მარჟების ფონზე, 0.96%-ით გაძვირდა. საქართველოში GGU-სა და Silknet-ის ობლიგაციების ფასებმა მცირედით მოიმატა, ხოლო შემოსავლიანობამ იკლო, რაც ბაზრის გაუმჯობესებული მოლოდინის მანიშნებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები