მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეგულაციები ჯანდაცვასა და ფარმაცევტულ სექტორში

BM.GE
20.12.22 18:24
261
პარლამენტმა “წამლის შესახებ” კანონში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებები დაამტკიცა. შედეგად, 2023 წლიდან, სახელმწიფო, მედიკამენტის ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს დაადგენს, რომელზე მაღალ ფასადაც წამლების რეალიზაცია აიკრძალება. კანონში გაჩნდა ასევე ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც რეგულატორს უფლება აქვს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე საწარმოში შევიდეს, დააჯარიმოს ან დახუროს. ძირითადი შენიშვნა კანონპროექტის განხილვების დროს კერძო სექტორის მხრიდან სწორედ ამ ნაწილში ისმოდა. აღსანიშნია ისიც, რომ წარმოდგენილ ცვლილებებს, RIA- იგივე რეგულირების გავლენის შეფასების დოკუმენტი არ ახლავს, რის აუცილებლობასაც ასევე ხედავდა ბიზნესი. შენიშვნების რა ნაწილის გათვალისწინება მოხდა კანონში, რა რისკებს ხედავს კერძო სექტორი მისი ძალაში შესვლის შემდეგ?

სტუმარი: ნინო კობახიძე - საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები