მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რეგულაციების მოხსნის საკითხი პირველივე საკოორდინაციო საბჭოზე უნდა გადაწყდეს“ - ბურჯანაძე

61489b5db7c08
ვიქტორია მღებრიშვილი
20.09.21 19:35
644
14 სექტემბერს შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ კვების ობიექტების წარმომადგენლებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული CovidPass-აპლიკაცია და ის პირობები გააცნო, რომლითაც ბიზნესსუბიექტები „მწვანე ზონის“ სტატუსის მიღებას შეძლებენ და სტუმრებს უსაფრთხო გარემოში უმასპინძლებენ. თავად კერძო სექტორის წარმომადგენლებმა სახელმწიფოსგან „მწვანე სტატუსის“ სანაცვლოდ გარკვეული ბენეფიტები მოითხოვეს, რაც დღეს ქვეყანაში დარგისთვის მოქმედი რეგულაციების მოხსნას გულისხმობს, როგორიცაა მაგალითისთვის კვების ობიექტებისთვის ოპერირების საათების შეზღუდვა.

როდის ელის დარგი გადაწყვეტილების მიღებას - ეს კითხვა BM.GE-მ რესტორატორების ასოციაციის ხელმძღვანელ შოთა ბურჯანაძეს დაუსვა.

„რეგულაციების მოხსნა და საშემოსავლო გადასახადის გაუქმების გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოზე უნდა ყოფილიყო მიღებული. შესაბამისად, ჩემი ინფორმაციით, საკითხი პირველივე საკოორდინაციო საბჭოზე უნდა გადაწყდეს - რეგულაციების ნაწილში, ალბათ დადებითად გადაწყდება, რაც შეეხება საშემოსავლოს ნაწილს, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, არ ვიცით“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, საშემოსავლო გადასახადის გადახდაზე შეღავათი გარკვეული პერიოდის განმავლობაში უნდა დაწესდეს.

„ვაქცინირებულების რაოდენობა იმდენად მცირეა, რომ რიგ სეგმენტში „მწვანე სტატუსის“ მიღება უარყოფითად იმოქმედებს, ამიტომ საშემოსავლოს მოხსნა შეღავათი იქნებოდა“, - განმარტავს რესტორნების ასოციაციის ხელმძღვანელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები