რეგულაციის გავლენის პირველადი შედეგი - საბანკო განვადებით პროდუქცის რეალიზაცია შემცირდა
BM.GE
14.05.18 16:39
• 1018
ეროვნული ბანკის რეგულაციების შემდეგ ტექნიკისა და ონლაინ მაღაზიების რეალიზაცია საგრძნობლად შემცირდა. ასეთია რეგულაციის გავლენის პირველადი შედეგი, რაზეც სექტორის წარმომადგენლები საქმის კურსთან საუბრობენ. როგორც იცით, ბანკები საზედამხედველო კაპიტალის 25%-ს მიღმა, სესხებს შემოსავლების დადასტურების გარეშე ვეღარ გასცემენ. გარკვეული პროფესიების წარმომადგენლებისთვის კი, მაგალითად, როგორიც არის რეპეტიტორი, ან ხელოსანი, სესხებზე ლიმიტებია დაწესებული.