მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეგულაციის ეფექტი - რა შეცვალა ფქვილის იმპორტზე მოსაკრებლის დაწესებამ?

3 თვე გადის, რაც მთავრობამ ფქვილის იმპორტზე დროებითი გადასახადი დააწესა. როგორც გვახსოვს, მარცვლეულის ადგილობრივი მწარმოებლების პროტესტი გახდა მთავარი საფუძველი იმისთვის, რომ მთავრობა ბიზნესს ფქვილის იმპორტზე შემზღუდავი მექანიზმის შემოღებას დათანხმდა. საკითხი ეხება ძირითადად რუსეთიდან განხორციელებულ იმპორტს, რადგან სწორედ რუსეთია საქართველოსთვის როგორც ხორბლის, ისე ფქვილის მთავარი მომწოდებელი. 

ბოლო 2 წელია ადგილობრივი წისქვილების 80%-ზე მეტმა საქმიანობა სრულად ან ნაწილობრივ შეაჩერა, რადგან აზრი დაეკარგა ხორბლის ადგილზე გადამუშავებას და ფქვილის წარმოებას, რადგან ნულოვანი ბაჟის პირობებში იმპორტირებული ფქვილი გაცილებით დაბალ ფასად ხვდებოდა ქართულ ბაზარზე. დროებითი საიმპორტო საფასური 10 ივნისიდან შევიდა ძალაში და 5 თვის განმავლობაში იმოქმედებს. 

საიმპორტო გადასახადის დაწესებიდან პირველივე თვეს, ივნისში წინა თვეებთან შედარებით ფქვილის იმპორტი შემცირებულია. მაგალითად, თუ აპრილში 4,3 მილიონი დოლარის ფქვილის იმპორტი განხორციელდა, ხოლო მაისში 3,9 მილიონი დოლარის, ივნისში, ანუ რეგულაციის დაწესების თვეს, ეს მაჩვენებელი 3,5 მილიონ დოლარამდე, ივლისში კი 1,7 მილიონ დოლარამდე შემცირდა. სხვაობა გაცილებით მკვეთრია, თუ ივლისის თვეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდს შევადარებთ, ამ შემთხვევაში ფქვილის იმპორტი თითქმის განახევრებულია. 

რა შეცვალა მოსაკრებლის დაწესებამ წისქვილებისთვის, რამდენად წაახალისა ამან ადგილობრივი წარმოება?

სტუმარი: ლადო ბიძინაშვილი - "ბარაქას" დამფუძნებელი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები