ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ ახალი კანონის განხილვასთან ერთად, უფრო და უფრო აქტუალური ხდება კითხვები - გაძვირდება თუ არა ელექტროენერგია, ასეთ შემთხვევაში როგორ დაიცავს სახელმწიფო მოწყვლად მომხმარებლებს; ასევე, რამდენად შეიცვლება საინვესტიციო გარემო - ამ ყველაფერზე კანონპროექტში ცალსახა პასუხი მოცემული არ არის, თუმცა რისი შეფასებაც უკვე შეიძლება, რეგულირების გავლენის შეფასების დოკუმენტში USAID-მა ასახა.


































