მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეგულირების სააგენტომ წელს პირველი GMP სერტიფიკატი გასცა

628208aec3db0
BM.GE
16.05.22 12:15
830
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ კარგი საწარმოო პრაქტიკის (GMP) სერტიფიკატი გასცა. ხარისხის სტანდარტი კომპანია „ჯი ემ ფარმასიუთიქალმა“ დააკმაყოფილა. GMP სერტიფიკატი საქართველოში წელს პირველად გაიცა და ამ ეტაპზე მას 2 ფარმაცევტული საწარმო ფლობს. ასევე 4 ფარმაცევტული კომპანია ფლობს GDP - ანუ კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის სერტიფიკატს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წელს ფარმაცევტული საწარმოები და საბითუმო დისტრიბუტორები ვალდებულნი არიან, მიმოქცევაში არსებული მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, GMP და GDP სტანდარტი დანერგონ.

"კარგი საწარმოო პრაქტიკის (GMP) მიზანია უზრუნველყოს, რომ ფარმაცევტული პროდუქცია, რომელიც პირდაპირ ეხება ადამიანთა ჯანმრთელობას, მზადდებოდეს საიმედო გარემოში და პირობებში, კარგი დისტრიბუციის პრაქტიკა (GDP) კი გულისხმობს, რომ პროდუქცია ინახება და ხდება მისი ტრანსპორტირება ისე, რომ დაცულია ფარმაცევტული პროდუქტის ინსტრუქციით გათვალისწინებული გარემო პირობები სტანდარტებთან შესაბამისად.

GMP/GDP სტანდარტის დანერგვით საქართველო აღიარებს ევროკავშირის სტანდარტებს ფარმაცევტული პროდუქტების ხარისხის კონტროლის მიმართულებით"-ნათქვამია ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები