მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეი დალიოს აშშ-ის სამთავრობო ვალის ზრდა აშფოთებს

რეი დალიო

მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ინვესტორს და ჰეჯ-ფონდ Bridgewater Associates-ის დამფუძნებელ რეი დალიოს აშშ-ის სამთავრობო ვალის რეკორდული ზრდა აშფოთებს.

როგორც დალიო აღნიშნავს, დღეს ქვეყანაში არსებული ვითარება მეორე მსოფლიო ომის წინანდელ პერიოდს ჰგავს, რაც საგანგაშო რამაა.

დალიოს თქმით, ვალის ზრდის ფონზე, შემოსავლები და პროდუქტიულობა შესაბამისად არ იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ რაღაც ეტაპზე ვალის გასტუმრება შეუძლებელი გახდება და სისტემის ჩამოშლა ყველზე დაბალშემოსავლიანი ეკონომიკური ფენიდან დაიწყება, რომელსაც, როგორც წესი, ყველაზე მეტი ვალი და ყველაზე ნაკლები შემოსავალი აქვს.

გარდა ამისა, დალიო ქვეყნის შიგნით კულტურულ-სოციალური სამოქალაქო ომის დაწყების რისკზეც საუბრობს, რაც ამერიკის მოსახლეობის პოლარიზაციით და პოლიტიკური მხარეების დაპირისპირებით იქნება განპირობებული.

გამოცდილი ინვესტორის თქმით, თუ მთავრობა $37.6-ტრილიონიანი ვალის ეტაპობრივ შემცირებას არ დაიწყებს, ამერიკა მისი არსებობის ისტორიაში ყველაზე მწვავე კრიზისის წინაშე აღმოჩნდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები