მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#რეიტინგები - ყველაზე გაყიდვადი მოწყობილობები

ტელეფონი

ელექტრონული მოწყობილობებს ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურად ვიყენებთ და, შეიძლება ითქვას, რომ დღეს სმარტფონის გარეშე არსებობა უბრალოდ შეუძლებელია. მსოფლიოს მასშტაბით სმარტფონების მფლობელთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს მასშტაბით სულ უფრო მეტ ადამიანს აქვს თანამედროვე მობილური ტელეფონი.

ასეთი მზარდი ტენდენციის მიუხედავად, აღსანიშნავია, რომ მობილური მოწყობილობების ნამდვილი ბუმი 2000-იანი წლების დასაწყისიდან 2015 წლამდე პერიოდში იყო, ანუ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ბაზარზე Nokia დომინირებდა. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და ახლა უკვე ბაზრის უდიდეს წილს Apple და Samsung ინაწილებენ, თუმცა ისტორია უცვლელად რჩება და ფაქტია, რომ ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი და მოთხოვნადი მოწყობილობის შემოქმედი სწორედ Nokia არის. 


გთავაზობთ მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი მოწყობილობების რეიტინგს გაყიდული რაოდენობის მიხედვით: 

1. Nokia 1100  – 250 მლნ
2. Apple iPhone 6 / Plus – 222 მლნ
3. Sony PlayStation 2 – 155 მლნ
4. Nintendo DS – 154 მლნ
5. Nokia 5230 – 150 მლნ
6. Motorola RAZR V3 – 130 მლნ
7. Samsung Galaxy S3 – 130 მლნ
8. Sony PlayStation 4 – 117 მლნ
9. Nintendo Switch – 114 მლნ 
10. Xbox 360 – 84 მლნ

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები