მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეიტინგი: ქართული მინერალური წყლების TOP მსოფლიო ბაზრები

5e328380632fd
ვიქტორია მღებრიშვილი
31.01.20 09:40
6341
საქართველოდან მსოფლიოს ქვეყნებში ექსპორტზე 133.6 მლნ დოლარის ღირებულების მინერალური და მტკნარი წყლები გავიდა.

BM.GE-ის მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი მონაცემების მიხედვით, 2019 წელს საქართველოდან ექსპორტირებული მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი 2018 წლის მონაცემებს 17.6%-ით აღემატება.

2019 წელს საქართველოდან 132.6 მლნ დოლარის ღირებულების 219 მლნ ლიტრის მინერალური და გაზიანი წყლების ექსპორტი განხორციელდა, ხოლო 935.3 ათასი დოლარის 2.1 მლნ ლიტრი მტკნარი წყლები გაიყიდა.

მინერალური და გაზიანი და მტკნარი წყლების უმსხვილეს საექსპორტო ბაზარს რუსეთი წარმოადგენს, ტოპ ათეული კი ასე გამოიყურება:

1. რუსეთი: მინ. და გაზ. წყლები - 60.0 მლნ დოლარი; მტკნარ. წყლები - 591.0 ათასი დოლარი;
2. უკრაინა: მინ. და გაზ. წყლები - 23.2 მლნ დოლარი; მტკნარ. წყლები -100.1 ათასი დოლარი;
3. ლიეტუვა - მინ. და გაზ. წყლები -15.0 მლნ დოლარი ; მტკნარ. წყლები - 79.3 ათასი დოლარი;
4. ყაზახეთი - მინ. და გაზ. წყლები - 14.2 მლნ დოლარი ; მტკნარ. წყლები - 8.9 ათასი დოლარი;
5. ბელარუსი - მინ. და გაზ. წყლები - 9.9 მლნ დოლარი ; მტკნარ. წყლები - 57.9 ათასი დოლარი;
6. უზბეკეთი - მინ. და გაზ. წყლები - 2.7 მლნ დოლარი;
7. აშშ: მინ. და გაზ. წყლები - 1.3 მლნ დოლარი ;
8. აზერბაიჯანი: მინ. და გაზ. წყლები - 1.1 მლნ დოლარი; მტკნარ. წყლები - 26.6 ათასი დოლარი;
9. ისრაელი: მინ. და გაზ. წყლები - 1.0 მლნ დოლარი ;
10. მოლდოვა: მინ. და გაზ. წყლები - 696.2 ათასი დოლარი; მტკნარ. წყლები - 15.1 ათასი დოლარი.

გარდა ამ ქვეყნებისა მინერალური და დაგაზიანებული წყლების ექსპორტი ხორციელდებოდა: ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, თურქმენეთში, კანადაში, ჩინეთში, იაპონიაში, სომხეთში, საბერძნეთში, გაერთიანებული სამეფოში, ბულგარეთში, თურქეთში, ლატვიაში, გერმანიასა და სხვა ქვეყნებში.

2019 წელს ქართულ მინერალურ და დაგაზიანებულ წყლებს მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით შემდეგი კომპანიები ყიდიდნენ: შპს აქვა გეო; "აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს "აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი"; შპს საირმე მინერალ ვოთერს; სს წყალი მარგებელი; შპს ნინი; შპს გიო; შპს ნანა; შპს აიდიეს ბორჯომი საქართველო; სს ჰანთანგიუანის საერთაშორისო ჰოლდინგური ჯგუფი; შპს სოფია.

რაც შეეხება მტკნარი წყლების ექსპორტიორ კომპანიებს, მათი ათეული შემდეგნაირად გამოიყურება: "აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს "აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი"; ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანია (საქართველო); შპს საირმე მინერალ ვოთერს; სს წყალი მარგებელი; შპს Georgian water & Company; შპს ლიმა; შპს ივერია აქვა; შპს ალფა ჯგუფი; შპს ანაკლია; შპს ბო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები