მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეკლამის განთავსების ახალი მოდელი - „კრაკენისა“ და „ალმას“ ერთობლივი პროდუქტი

6338834eacda7
ლიკა მეგუთნიშვილი
01.10.22 22:47
876
ციფრულმა კრეატიულმა სააგენტო „კრაკენმა“ და სარეკლამო კომპანია „ალმამ“ რეკლამის განთავსების ინოვაციური მოდელი შეიმუშავეს, რომლის თანახმად, მოხმარებელს საშუალება აქვთ, ფეისბუქზე დადებული პოსტი არა მხოლოდ სოციალურ ქსელში, არამედ გარე სივრცეშიც გაარეკლამონ.

„კრაკენის“ მმართველი პარტნიორი თორნიკე ტურიაშვილი BMG-სთან განმარტავს, რომ პროექტი წარმატებით ხორციელდება და რეკლამის განთავსებაზე მოთხოვნა ყოველდღიურად მზარდია.

„ჩვენი კომპანია გაერთიანდა ისეთ მსხვილ გარე განთავსების სარეკლამო კომპანიასთან, როგორიც „ალმაა“ და რეკლამის საერთო ინოვაციური განთავსების მოდელი შევიმუშავეთ. ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ ფეისბუქზე დადებული პოსტი გაარეკლამონ როგორც სოციალურ ქსელში, ისე გარე სივრცეში არსებულ მონიტორებზე. აღნიშნული მოდელი უკვე დიდი წარმატებით ხორციელდება და მონიტორებზე უამრავი რეკლამა სწორედ ამ პრინციპით არის გაშვებული. ასეთი პატარ-პატარა ინოვაციების დანერგვით ვფიქრობ, რომ ბაზარი ძალიან საინტერესო ხდება და რაც უფრო მეტ სიახლეს მოვისმენთ ამ მიმართულებით ,თუ რა ხდება საზღვარგარეთ, დარწმუნებული ვარ, რომ კარგად დავნერგავთ ჩვენც და იმაზე მეტსაც გავაკეთებთ, ვიდრე ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში აკეთებენ“, - აცხადებს ტურიაშვილი.

თორნიკე ტურიაშვილის თქმით, კომპანია „კრაკენი“ უახლოეს მომავალში მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებულ კიდევ არაერთ ინოვაციური პროექტის განხორციელებას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები