მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რეკომენდაციას არ გავუწევთ ამ კომპანიას" - მერია "კიკვიძის ბაღის" კონტრაქტორზე

5e9c64905ed94
ანუკა ჯოხაძე
20.04.20 09:40
1652
კიკვიძის ბაღის რეაბილიტაცია კონტრაქტორმა კომპანიამ 4 თვის დაგვიანებით დაასრულა. ამის შესახებ BM.GE-ის კომპანია “ინშაათ საქართველოს” ხელმძღვანელმა შოთა ბაღათუარიამ განუცხადა.

კომპანიამ ადგილზე სამუშაოები 2019 წლის აპრილში დაიწყო, ხელშეკრულებით 2019 წლის 30 ნოემბერს უნდა დაესრულებინა, თუმცა კონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოები მხოლოდ 4 თვის დაგვიანებით 2020 წლის აპრილში დასრულდა. დღეს კი თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში ამბობენ, რომ რეკომენდაციას “ინშაათ საქართველოს” არ გაუწევენ.

“რა თქმა უნდა, რეკომენდაციას არ მივცემთ ამ კომპანიას სხვა სახელმწიფო შესყიდვებში მონაწლეობის შემთხვევაში. თუ იქნება მსგავსი და რეკომენდაციას მოგვთხოვენ შემდეგ სხვა ტენდერში მონაწილეობის მისაღებად, რა თქმა უნდა, ვერ მივცემთ დადებით რეკომენდაციას ასეთ კომპანიას, რომელმაც სამუშაო ამდენი ხნის ვადაგადაცილებით შეასრულა”, -აცხადებს თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი.

ინფორმაციისთვის: "კიკვიძის ბაღი" არ არის ერთადერთი პროექტი, რომელზეც ვადები ირღვევა. “ინშაათ საქართველოს” სატენდერო ისტორიას თუ გადავხედავთ, კომპანიას პრობლემები ჰქონდა გორის მინუციპალიტეტის მერისთანაც, სადაც საბავშვო ბაღის მშენებლობაზე იყო პასუხისმგებელი. აქაც შეწყდა ხელშეკრულება, თუმცა ამის მიუხედავად, კომპანია არაერთ სახელმწიფო შესყიდვაში მაინც მონაწილეობდა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები