მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეკომენდაციები კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით

5e74f710e793c
ინგა მურუსიძე
20.03.20 22:48
890
COVID-19-ის (კორონავირუსი) გავრცელების მასშტაბის ზრდასთან ერთად, საზოგადოებაში ჩნდება კითხვები ვირუსთან ბრძოლის პროცესში პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით, - სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი განმარტებებს აკეთებს.

"აქტუალური გახდა ისეთი საკითხები, როგორიცაა ვირუსით ინფიცირებულ, შესაძლო ინფიცირებულ ან/და მათთან კონტაქტში მყოფ პირთა შესახებ პერსონალური მონაცემების დამუშავება; საჯარო უწყებებისა და კერძო ორგანიზაციების მიერ დისტანციურ მუშაობის პროცესში მონაცემთა უსაფრთხოების დაცვა; შეხვედრებისას (მათ შორის ონლაინ სასწავლო პროცესში) მონაცემთა დაცვა.

მსოფლიოში COVID-19-ით (კორონავირუსი) შექმნილ ვითარებაში პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საკითხებზე, რეკომენდაციები გაიცა სხვადასხვა ქვეყნის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო უწყებების მხრიდანაც.

მაღალი საჯარო ინტერესიდან, ასევე, საჯარო უწყებებისა და კერძო ორგანიზაციების მხრიდან ზემოაღნიშნულ საკითხებზე კონსულტაციისთვის მზარდი მომართვებიდან გამომდინარე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, როგორც პერსონალური მონაცემების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანო, გთავაზობთ რამდენიმე განმარტებას და რეკომენდაციას პანდემიის დროს პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით", - ნათქვამია ინსპექტორის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

რეკომენდაციები სრულად იხილეთ:

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები