მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რეკომენდაციები შესრულებადია“ - WST-ი ტრანსპორტის რეგულაციებს აფასებს

5ef4923a4e2af
ვიქტორია მღებრიშვილი
25.06.20 19:10
1456
ტურისტული ტრანსპორტისთვის არსებული რეკომენდაციების საქალაქთაშორისო ტრანსპორტის რეკომენდაციებთან გათანაბრება გაგვიმარტივებს მუშაობას, - ამის შესახებ BM.GE-ს ტურისტული კომპანია World Sightseeing Tbilisi-ს დამფუძნებელმა გერმანე ჭელიძემ განუცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების ნაწილში კომპანიებს ხარჯი მნიშვნელოვნად ეზრდებათ, ისინი აცნობიერებენ ამ ხარჯის მნიშვნელობას.

„24 თებერვლიდან ჩვენ ვახორციელებდით ტრანსპორტის დეზინფექციას ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით. შესაბამისად, ნაწილობრივ გამოცდილება ჯანდაცვის სამისნიტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით გვაქვს. მივესალმებით ამ რეგულაციებს, იმიტომ, რომ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი მოქალაქეების უსაფრთხოებაა. ეს რეკომენდაციები შესრულებადია.

ტურისტული ტრანსპორტისთვის არსებული რეკომენდაციების საქალაქთაშორისო ტრანსპორტის რეკომენდაციებთან გათანაბრება გაგვიმარტივებს მუშაობას, ჩვენ გვყავს 30 კაციანი ავტობუსები და აქამდე არსებული რეგილაციებით გვიწევდა ავტობუსის 15 კაცით შევსება, რაც ჩვენს გიდსა და მძღოლსაც გულისხმობდა, ეს აძვირებდა მომსახურების ღირებულებას. დასუფთავების კუთხით ხარჯი მაინც გაიზრდება, თუმცა ჩვენ ვაცნობიერებთ ამ ხარჯების მნიშვნელობას“, - ამბობს WST-ის დამფუძნებელი.

გაზრდილი ხარჯისა და შემცირებული შემოსავლების მიუხედავად, გერმანე ჭელიძემ ამბობს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია კომპანია ამოქმედდეს და მათთან დასაქმებულ ადამიანებს გაუჩნდეთ შემოსავალი. 

„ჩვენ ვცდილობთ ამ კრიზისში გადავრჩეთ, შესაბამისად ჩვენ გვიღირს დავასაქმოთ ჩვენი პერსონალი, რომელშიც ძალიან დიდი რესურსი გვაქვს ჩადებული და არ დავკარგოთ ისინი და მათ ჰქონდეთ, ჯერჯერობით მცირე, თუმცა ოჯახისთვის მნიშვნელოვანი შემოსავალი. ვამუშავებთ კომპანიას მოგებაზე ფიქრის გარეშე. ეს წელი ჩვენთვის გადარჩენის წელია“, - უთხრა BM.GE-ს გერმანე ჭელიძემ.

ცნობისთვის, კომპანია WST ადგილობრივი ტურისტებისთვის რეგიონული ტურების შეთავაზებას 1 ივლისიდან გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები