მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეკორდული გარიგება - ინდოეთი AIRBUS-ისგან 500 თვითმფრინავს შეიძენს

6492c437778d9
გიორგი თოლორდავა
21.06.23 14:17
2686
ავიაციის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური გარიგება წარმატებით შედგა. ინდოეთის უმსხვილესი ავიაკომპანია IndiGo ევროპული Airbus-ისგან 500 თვითმფრინავს შეიძენს.

რეკორდული შეკვეთა 2030-დან 2035 წლამდე პერიოდში უნდა შესრულდეს და მისი მოცულობა 50 მილიარდ დოლარს აღწევს. თითოეული A320 ტიპის თვითმფრინავის საშუალო ღირებულება 100 მილიონი დოლარია და ყოველი მათგანი უახლესი ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი.

ამ გარიგების შედეგად, IndiGo-ს ფლოტი 1,330 თვითმფრინავამდე გაიზრდება, თუმცა კომპანია არ გამორიცხავს, რომ მომდევნო წლებში შესყიდვების რაოდენობა კიდევ უფრო მეტად გაზარდოს.

2006 წელს დაფუძნებული IndiGo ინდოეთის ბაზრის 62%-ს აკონტროლებს და ის ყოველწლიურად ასობით მილიონ მომხმარებელს ემსახურება. მოგეხსენებათ, ინდოეთის მოსახლეობა დაახლოებით 1.5 მილიარდია, შესაბამისად, ასეთი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მსგავსი ტიპის, კოლოსალური კონტრაქტებია საჭირო.

თავად კომპანია Airbus-ი 1970 წელს დაფუძნდა და ის უმსხვილესი ევროპული ავიამწარმოებელია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 115 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც ერთ წელიწადში 43%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები